ისტორია
ვარშავაში პირველი ლიტურგია პოლონურ ენაზე ჩატარდა 2005 წლის 5 თებერვალს. ამის ინიციატორები იყვნენ ვარშავის მართლმადიდებელი სტუდენტები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი დაესწროთ ისეთ წირვა-ლოცვებს, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე იქნებოდა. წირვა-ლოცვები ჩატარდა პოლონური ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავრის, მიტროპოლიტ საბას ლოცვა-კურთხევით.

ადგილის ნაკლებობის გამო ეკლესიაში პოდვალის ქუჩაზე წირვა-ლოცვები ერთი წლის განმავლობაში ორჯერ თვეში, შაბათობით, ტარდებოდა. წლის შემდეგ მიტროპოლიტმა გადაწყვიტა ეკლესიის ადგილის შეცვლა. ასე გადმოვედით ეკლესიაში ვილჩის ქუჩაზე. აქ, 2006 წლის მარტიდან წირვა ლოცვები ყოველ შაბათ-კვირას ტარდება.

მიტროპოლიტ საბას ლოცვა-კურთხევით ეკლესია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელს ატარებს.

დროთა განმავლობაში ეკლესიაში აღინიშნებოდა ზოგიერთი დღესასწაული, ხოლო 2007 წლიდან ავღნიშნავთ ყველა დიდ დღესასწაულს და აღდგომას. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეკლესიაში ვილჩაზე ჩატარდა დაახლოებით 14 ნათლობა.

2011 წლის 21 მაისიდან წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ვარშავის მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართი: ლელეხოვსკას ქუჩა 5