სასულიერო პირები
დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკი
მამა ჰენრიკ პაპროცკი ჩვენ ეკლესიაში დაარსების დღიდან მსახურობს. მას ეკუთვნის ლოცვების ძირითადი ნაწილის თარგმანი სლავური ენიდან პოლონურად. ის კეთილი, მეგობრული და იუმორის გრძნობის მქონე ადამიანია.
დეკანოზ ჰენრიკი დაიბადა 1946 წლის 10 დეკემბერს. მან დაამთავრა ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი 1972 წელს. 1978 წელს დაამთავრა წმ. სერგის სახელობის თეოლოგიის ინსტიტუტი პარიზში, სადაც მას დოქტორის წოდება მიენიჭა. 1981 წლის 14 ივნის ის მღვდლად აკურთხეს.
მას ეკუთვნის რამოდენიმე დისერტაცია მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველების თემაზე. ის კითხულობს ლექციებს ბიალისტოკის უნივერსიტეტის მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. ის არის პოლონური ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი, აგრეთვე პოლონეთის ტელევიზიის ეკუმენიკური რედაქციის ხელმძღვანელი. 1981 წლის 1 სექტემბრიდან კითხულობს ლექციებს ვარშავის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში.
მამა არტურ ალეკსეიუკი
მამა არტური წირვა-ლოცვების ჩვენ ეკლესიაში 2006 წლის 15 ოქტომბრიდან აღავლენს.
დაიბადა 1973 წელს. დაამთავრა ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტი შემდეგ კი მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია და ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია. 2006 წლის 8 ოქტომბერს ის მღვდლად აკუროხეს. ის ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემიის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე ასისტენტის თანამდებობას ასრულებს.





