საიდუმლო
ნათლობა და მირონცხება
ნათლობის თარიღის დანიშვნის მიზნით უნდა დაუკავშირდეთ ეკლესიის ერთ-ერთ მამაოს. ჩვეულებრივ ნათლობა და მირონცხება წირვის დროს ტარდება.
აღსარება
აღსარების ჩაბარება შესაძლოა შაბათობით საღამოს ლოცვის განმავლობაში ან ლოცვის შემდეგ. აგრეთვე შესაძლოა აღსარების თქმა კვირას წირვის დაწყებამდე. წირვის განმავლობაში აღსარების ჩაბარება შესაძლებელი არ არის. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სასულიერო პირს.
ზიარება
ზიარების მიღება შეუძლია ყველა მართლმადიდებლად მონათლულ ადამიანს. ზიარება ტარდება ყველა წირვის დროს. ზიარების მიღების წინ აუცილებელია მარხვის შენახვა (ზიარების მიღება უზმოზე ხდება).
ჯვრისწერა
სივიწროვის გამო ჯვრისწერა ჩვეულებრივ ვარშავის წმ. მარიამის საკათედრო ტაძარში ტარდება. ჯვრისწერა შეიძლება ჩვენი ეკლესიის მამაოს მიერ იყოს ჩატარებული. შესაძლოა აგრეთვე პოლონური გუნდის მონაწილეობა. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სასულიერო პირებს.
სხვა ლოცვები
ჩვენ ეკლესიაში აგრეთვე ტარდება ჯანმრთელობის პარაკლისი, მოსახსენებელი პანაშვიდი და სხვა ლოცვები. ჩვეულებრივ ეს ლოცვები შაბათობით საღამოს ლოცვის დაწყებამდე ტარდება. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სასულიერო პირებს.




